პროექტის პრეზენტაცია

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვთვლი, რომ მასწავლებელი უნდა იყოს  მოსწავლისთვის მაპროვოცირებელი, ინტერესის აღმძვრელი, ბიძგის მიმცემი და მრჩეველი.
ეს დღე იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, გაჯეტების გამოყენება, ესგ-ს მოთხოვნების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვა და განხორციელების გზების ძიება.
მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიე პროექტის თემა "ცვლილებები ბუნებაში ხდება ყოველწლიურად". ეს იქნება ინტეგრირებული პროექტირუსული ენა- ბუნებისმეტყველება.


воскресенье, 22 февраля 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია


დღევანდელ დღეს ვისწავლეთ power point-ში მუშაობა,პრეზენტაციის გაკეთება. drive-ში ატვირთვა და კონვერტაციის გზით blog- ზე დადება. ხმის მიცემა და მისი ბლოგზე განთავსება. ასევე გაჯეთების გადაადგილება.  

суббота, 21 февраля 2015 г.

მეოთხე დღე


ვისწავლეთ  სასწავლო პროექტის დაგეგმვა სტანდარტების გათვალისწინებით. გავაკეთეთ დროში გაწელილი შეფასების სქემა.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ავტვირთეთ დრაივში საქაღალდე.
მადლობა ტრენერს საინტერესო დღისთვის :)

воскресенье, 15 февраля 2015 г.

 მესამე დღე


დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დავამძადეთ ბუკლეტი, 21-ე საუკუნის და  ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით სტანდარტზე ვიმუშავეთ და განვსაზღვრეთ მიზნები, რის დახმარებითაც შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი. დავხვეწეთ ბროშურის დიზაინი, ვისწავლეთ საქაღალდის დრაივზე ატვირთვა და სურათების განთავსება ბლოგზე.
საინტერესო სამუშაო დღისთვის მადლობა ტრენერს.

суббота, 14 февраля 2015 г.

     მეორე დღე

ვისაუბრეთ პროექტზე, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,  დავწერეთ საპროექტო თემის მოკლწე შინაარსი, გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკ-ლისტს და ნაწილობრივ შევავსეთ, დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება, ვისწავლეთ ბუკლეტის  დამზადება.
                                         პირველი დღის რეფლექსია


ამ მოდულის ფარგლებში მიმოვიხილეთ, თუ რა არის ინტელი, რა დანიშნულება აქვს პროექტს სასწავლო პროცესში,სად შეიზლება მოვძებნოთ ვიდეო-გაკვეთილები, როგორ შევქნათ ბლოგი , როგორ ვაწარმოოთ პოტრფოლიო?
ყოველივე ეს დამეხმარება, გავხადო ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო, მოსწავლეების მოთხოვნილებებზე მორგებული და მათთვის სახალისო.

ტრენინგი იყო საინტერესო,მრავლისმომცემი,რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს.